logo_geo
რატომ არ უნდა დავტოვოთ ხელის სადეზინფექციო სითხე მანქანაში
- +

21 მაისი. 2020. 11:47

 

 

კორონავირუსის პანდემიამ ხელის სადეზინფექციო სითხეების გამოყენება აუცილებელი გახადა. თუმცა, არის ერთი ადგილი, სადაც ის არასდროს უნდა დატოვოთ.

 

 

ეს ადგილი თქვენი მანქანაა. ახლავე აგიხსნით რატომ. ფლორიდის Gold Coast University-ის პროფესორის, გრეგ ბოისის განცხადებით, სიცხემ შეიძლება სადეზინფექციო ხსნარში ალკოჰოლის აორთქლება გამოიწვიოს.

 

 

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილი მზეზე გიყენიათ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

 

ხელის სადეზინფექციო ხსნარში ალკოჰოლი მთავარი აქტიური ნივთიერება, რომელიც ბაქტერიებს კლავს. ამიტომ, თუ ის აორთქლდება, პროდუქტი გამოუსადეგარი გახდება.

 

 

თბილმა სადეზინფექციო ხსნარმა ასევე შეიძლება კანი გაგიღიზიანოთ, ამიტომ მისი გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ. იმ შემთხვევაში კი თუ სითხე გაჟონავს, მან შეიძლება მანქანაც კი დაგიზიანოთ.

 

 

Ford-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც სადეზინფექციო ხსნარში არსებულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, მანქანის შიდა ინტერიერი ნაადრევად გაცვითოს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი