logo_geo
იტალიის ყველა აეროპორტი 3 ივნისიდან გაიხსნება
- +

21 მაისი. 2020. 15:13

 

 

 

იტალიის ყველა აეროპორტი საერთაშორისო რეისების მიღებას 3 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, პაოლა დე მიშელემ გააკეთა.

 

 

„აეროპორტების გახსნა 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, როცა რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები დაშვებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

რამდენიმე დღის წინ იტალიის ხელისუფლებამ 3 ივნისიდან ტურისტების მიღების განახლება გადაწყვიტა.

 

big_banner
არქივი