ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსისჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სიმსუქნე შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი ასაკის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პირობებში.
ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე განმარტებით, ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ სიმსუქნე იყო.