logo_geo
„დღეს მომიკლეს ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებასა და სითბოს დაატარებდა" - მანანა ჯეირანაშვილი
- +

22 მაისი. 2020. 01:38

 

 

 

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ჩოხატაურში  მოკლული ბიჭის მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე დღეს დღეს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

 

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, - შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;

უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

 

გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;

ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა;

ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...

არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;

აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა...

არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია...

არც მკვლელისთვის...

,,ჭირი მართალსო'' - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...

დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

 

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...

არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:

ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...

არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...

არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...

დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ", _ წერს მანანა ჯინჭარაძე.

 

https://www.itar.ge/shownews/34904/?fbclid=IwAR3q5Fs2aEJzA0y6Tq6Pe7IPpVMHYWxagEcysgOZYXgoKx81QwWcbsqE_4U

 

big_banner
არქივი