logo_geo
როგორ შეძლებენ ტურისტები საქართველოში მოგზაურობას
- +

22 მაისი. 2020. 13:42

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტების მიღება მოხდება იმ საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს.

 

 

მისივე თქმით, იქნება ე.წ კოვიდპასპორტები და მიდევნების აპლიკაციები, რომლის გამოყენებასაც აქტიურად იწყებს საბერძნეთი და სხვა ტურისტული ზონები.

 

 

„უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღება მოხდება იმ საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს.

 

 

პირველ რიგში ეს იქნება მწვანე ქვეყნებიდან და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი და რა თქმა უნდა იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების.

 

 

ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რომ რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა. მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი. იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

 

პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, ალბათ შემოვა და შემოდის ე.წ კოვიდისპასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს  უარყოფითი რეაქცია PCR-ტესტით.

 

 

ე.წ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმები არის ამისი, რომლის გამოყენებასაც წარმატებით იწყებს საბერძნეთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი