logo_geo
მიტროპოლიტი გერასიმე: ქართულ ეპარქიას საზღვარგარეთ აქვს ისეთი პრივილეგიები, როგორიც მათ კონფესიებს საქართველოში?!
- +

22 მაისი. 2020. 14:19

 

 

“მთავრობის მიერ ტყის მასივების უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მწვანე ზოლი შეუნახოთ მომავალ თაობას, - ამის შესახებ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა.

 

 

მეუფის განცხადებით, საუბარია მხოლოდ მონასტრებთან ახლოს მდებარე ტყის მასივებზე.

 

 

მისივე თქმით, წლებია საქართველოში ხე-ტყის მასიური განადგურება ხდება და ეკლესია დაიცავს და მოუფრთხილდება.

 

 

,,ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას. თქვენ ხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცვა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ. აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს. სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სართგებლობენ. საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი, როგორიც მათ კონფესიებს აქვთ საქართველოში?! არსად არ ხდება ისე, როგორც საქართვეკოში! საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება," - განაცხადა მეუფე.

 

 

ნიკოლოზობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საზეიმო წირვა, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედერო ტაძარში აღავლინა და მრევლი აზიარა.

 

 

big_banner
არქივი