logo_geo
საქართველოში ყოველ მე-7 მოზარდს მარიხუანა გასინჯული აქვს – 11, 13 და 15 წლის მოზარდების პასუხი
- +

22 მაისი. 2020. 15:43

 

 

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ გამოაქვეყნა კვლევა „მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ“, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს.

 

 

კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა.

                                                                                                   

 

ერთ-ერთი კითხვა, მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება.

 

 

მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებით პასუხს იძლევა. ეს, შვიდიდან დაახლოებით ერთი მოზარდია.

 

 

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი აქვთ საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოზარდი გოგონების 2%-ს და ბიჭების 14%-ს.

 

 

ხოლო კითხვაზე მოგიწევიათ თუა რა მარიხუანა ბოლო 30 დღის განმავლობაში, 45-ივე ქვეყანაში გამოკითხული 15 წლის მოზარდების 7% პასუხობს რომ – კი.

 

 

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საქართველოში 15 წლის გოგონების 1%-სა და ბიჭების 10%-ს ჰქონდა.

 

 

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო კვლევა, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემებს მოიცავს.

                                                                                           

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი