logo_geo
არველაძე რუსეთის ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზე: წართმეული ტერიტორიები ჩვენთვის არავის დაუბრუნებია
- +

22 მაისი. 2020. 16:43

 

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა სპეციალისტმა არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, არველაძემ მას 2008 წლის გახსენება ურჩია.

 

„ჯერჯერობით ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები და მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო, ძნელია ამის დავიწყება. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრებში - სხვა. არ მინდა თქვენი ქვეყანა და კულტურა პოლიტიკაში გავურიო, მაგრამ ეს ყოველთვის მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, - განაცხადა არველაძემ.

 

 

წყარო:https://mtavari.tv/news/5350-cartmeuli-teritoriebi-chventvis-aravis?fbclid=IwAR33ZGT_moHEoJbvErBTd4FVHcw4f2v8GQsrqq7uyrYZBAhUfJ6RZWySTGs

 

 

big_banner
არქივი