logo_geo
კვლევა: კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება
- +

22 მაისი. 2020. 17:55

 

 

“აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის მიხედვით, ნივთების ზედაპირებიდან ახალი კორონავირუსის გადადების ალბათობა მცირეა, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

 

 

კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემის ალბათობა ინფიცირეულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს მაღალია.

 

 

„ინფიცირების ყველაზე მაღალი ალბათობა არსებობს მაშინ, როცა ადამიანს უშუალო კონტაქტი აქვს ინფიცირებულთან და არა იმ ნივთებთან შეხებისას, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, - ამბობს ვირუსოლოგი ვინსენტ მუნსტერი.

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას ადამიანებისგან 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას ურჩევს.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

 

big_banner
არქივი