logo_geo
ვლადიმერ პუტინი: მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არ მაქვს და იმედია, არც მექნება
- +

22 მაისი. 2020. 18:21

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდება. ამის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ის ეთერში, ექიმებთან ონლაინ-რეჟიმში საუბრისას განაცხადა.

 

 

„მადლობა ღმერთს, რომ მე თქვენი პაციენტი არ ვარ. იმედი მაქვს, რომ არც მომავალში ვიქნები“, - განაცხადა პუტინმა ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარ ექიმთან საუბრისას.

 

 

12 მაისს კორონავირუსი პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს დაუდგინეს. ის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე მაღალჩინოსანი გახდა. მანამდე კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას დაუდასტურდა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი