logo_geo
მეუფე გერასიმე: ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას
- +

22 მაისი. 2020. 18:46

 

 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ხე-ტყის გადაცემა ეკლესიისთვის იმიტომ არის საჭირო, რომ არ მოხდეს მწვანე საფარის განადგურება.

 

 

მისივე თქმით, საუბარია იმ ტყეებზეა, რომლებიც მონასტრების ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

 

,,ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას. თქვენ ხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცვა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ. აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს. სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იმავე პრივილეგიებით სარგებლობენ. საქართველოს ეკლესიას აქვს უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი, რომ მათ კომფესიებს აქვთ საქართველოში? არსად  ხდება ისე, როგორც საქართველოში? საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

 

big_banner
არქივი