logo_geo
პაატა იმნაძე: ქართველმა ხალხმა შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა
- +

22 მაისი. 2020. 22:58

 

 

ამაყი ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა პატრიოტიზმის, შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "სპეცპროექტი COVID 19” განაცხადა.

 

მისი თქმით, შედეგი ვერ მიიღწეოდა, მოსახლეობას მაღალი მოქალაქეობრივი შეგენება რომ არ გამოეჩინა, არ დაეცვა რეკომენდაციები და წესები, რომელიც მოთხოვნილი იყო.

 

მოსახლეობამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს. ჩვენს ჩვევებზე დროებით მოგვიწევს უარის თქმა და ახალი ჩვევების გათვალისწინება, თუნდაც დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების თაობაზე. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა პატრიოტიზმის, შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა, რის გარეშეც, არც ერთი შეზღუდვა არ იმუშავებს" , - აღნიშნა იმნაძემ.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებს.

 

"თითოეულ ადამიანს ერთ პოლიციელს ხომ ვერავინ მიამაგრებდა სახელმწიფო არა?! ყველაფერი, რაც ჩვენმა ხალხმა გააკეთა და ასე შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვედით მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაციიდან, ჩვენი ხალხისა და მათი შეგნების დამსახურებაა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი