logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს თუ როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები
- +

23 მაისი. 2020. 00:02

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს.

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

როგორც ტიკარაძემ განმარტა, გახსნის შემთხვევაში, მათ სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა მოუწევთ.

 

ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

https://report.ge/economics/rodis-gaikhsneba-tansatsmlisa-da-fe/

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი