logo_geo
თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლის შენობა არის ძალიან უხარისხო
- +

23 მაისი. 2020. 02:45

 

 

იუსტიციის სახლები არის „ააშენე თორემ ჩაგსვამ ციხეში“-ს ლოგიკით აშენებული უხარისხო შენობები“ – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

 

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა იუსტიციის სახლი სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ ყველა შენობა ნაჩქარევად და ბიზნესმენების დატერორებით აშენდა.

 

 

იუსტიციის სახლების შენობების აშენებაში მრავალი მილიონი ჩაიდო. ყველა იუსტიციის სახლი, რაც ჩვენ დაგხვდა არის სწრაფად, ნაჩქარევად, ტერორის შედეგად ბიზნესმენებისგან მოპოვებული ფულით – „ააშენე თორემ ჩაგსვამ ციხეში“-ლოგიკით აშენებული უხარისხო შენობები.

 

ყველა იმ თანამშრომელს ვუხდი მადლობას, ვინც 8 წელი, თბილისის იუსტიციის სახლში ზამთარში ვერ თბება და მაინც ღიმილით გემსახურებათ ყველას. ასევე, ზაფხულში არის ხუთვის ეფექტი, რადგან ეს შენობა არის ძალიან უხარისხო.

 

ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც 2012 წლის ოქტომბერში დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, თბილისის იუსტიციის სახლში თანამშრომლებიც არ იყვნენ დასაქმებულნი. იყო ცარიელი შენობა.

 

2013 წლის თებერვალში დაინიშნნენ თანამშრომლები და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ იმ ბიზნესპროცესის აწყობა, რომელსაც ხუმრობით მე „ნახევარქათამა“ სისტემას ვეძახი და ყველაფერი იყო მათ დროს „ნახევარქათამა“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი