logo_geo
U.S. Naval Institute: საქართველო - შავი ზღვის გასაღებია
- +

23 მაისი. 2020. 16:45

 

 

“ საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად” - წერს U.S. Naval Institute სტატიაში სათაურით „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“.

 

 

სტატიის ავტორის, გრეის ჰოვარდის თქმით,  დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას.

 

 

„მართალია ამერიკამ, რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატოს პარტნიორებისთვის წვრთნების ჩატარება და მათი განვითარება, მაგრამ მან ასევე უნდა გააძლიეროს ნატოს არაწევრი ქვეყნებიც: საქართველო და უკრაინა. კერძოდ, საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ეს პატარა ქვეყანა სტრატეგიულადაა განლაგებული რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას“ - ნათქვამია სტატიაში.

 

 

აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთის მხრიდან შემოჭრის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანამ თავზე აიღო დამატებითი ვალდებულებები ნატოში შესვლის მიზნით.

 

 

„ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი და, ამ მხრივ, 2008 წლის აგრესიის მომენტისთვის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველომ არ დააწესა შეზღუდვები ოპერაციებში საკუთარი მებრძოლების მონაწილეობის ფორმაზე - და ისინი მსახურობდნენ აშშ-ის მებრძოლების გვერდიგვერდ ყველაზე სახიფათო რეგიონებში (მაგალითად, ჰელმანდი), რასაც ნატოს წევრთა უმრავლესობაც კი არ აკეთებდა. გარდა ამისა, ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც წარმოადგენს მოთხოვნას ნატოს წევრებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მკაფიოდ გააჟღერა ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, როცა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძენს სამხედრო ტექნიკას. შემზადდა საფუძველი, რათა ქვეყანა იქცეს პრაგმატულ, წინსვლაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ მსხვილი სამხედრო ბაზებით და გაფართოების პოტენციალით, რაშიც მოიაზრება 2 კარგად განვითარებული შავიზღვისპირა პორტი და სამხედრო სისტემები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასა და დაზვერვის სისტემებთან. შედეგად, საქართველო დღეს რუსეთს გულზე ეკალივით ესობა და თავისი დემოკრატიული და კაპიტალისტური სისტემებით გავლენას ახდენს მეზობლებზე კავკასიის რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მილსადენები და სავაჭრო მარშრუტები, რაც რუსეთის სუსტ წერტილს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში რუსეთის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. ამერიკამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გაზარდოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეასუსტოს რუსეთის გავლენის სფერო“ - წერს ავტორი.

 

 

წყარო:https://www.usni.org/magazines/proceedings/2020/may/georgia-key-black-sea?fbclid=IwAR2Q8389AfecaAPbyIKAjNo0A75F1zB9sduGJBuQLF7yWv9TOfN6_nTF0TA

 

big_banner
არქივი