logo_geo
ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბოლო ორი პაციენტი კლინიკიდან მედპერსონალმა ტაშით გააცილა
- +

23 მაისი. 2020. 20:32

 

 

გამოჯანმრთელებულები მედპერსონალმა საზეიმოდ გააცილა. ორივე ქალბატონს მოგზაურობის ისტორია აქვთ, ისინი კარანტინიდან შემოვიდა კლინიკაში. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კი საკარანტინო სივრცეს დაუბრუნდებიან.

 

აჭარაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. 30 აპრილიდან კი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯამში 70 პაციენტმა დაამარცხა კოვიდ 19, ორი კი გარდაიცვალა.

 

აჭარამ დღეს მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი