logo_geo
ზუგდიდელი პედაგოგი სიძულვილის ენის შემცველ პოსტს ორი წლის წინანდელ წყენას უკავშირებს
- +

24 მაისი. 2020. 02:46

 

 

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ქვარცხავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა, ხოლო დირექტორის მოთხოვნით, მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა, პოსტს ორი წლის წინანდელ წყენას უკავშირებს და ამბობს, რომ ნაწყენი დარჩა კონკრეტულ მოსწავლეებზე.

 

თუმცა, მისივე თქმით, ამ საქციელს ნანობს და აცხადებს, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ცხელ გულზე დაწერა. თუ რა კონკრეტულ წყენას ეხებოდა დისკრიმინაციული სიტყვები, ხათუნა ქვარცხავა არ აკონკრეტებს.

 

„25 წელია, ამ სკოლაში ვმუშაობ და მსგავსი სიტუაცია არ მქონია. მე მიყვარს ჩემი საქმე და ვემსახურები ამ საქმეს მთელი გულით, მთელი არსით. ამიტომ სულ პატარა წყენა იყო, რომელიც ცუდად გამახსენდა. ეს არ იყო მნიშვნელოვანი წყენა და მხოლოდ ამიტომ დავდე. შესაბამისი კომისია სწავლობს ჩემს საქმეს და მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მართლა მიყვარს ჩემი მოსწავლეები და ჩემი საქმე. არანაირი მოსწავლეების დაყოფა არ ხდება. ვნანობ, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია თუ ამდენი ამბავი მოყვებოდა“, - აცხადებს პედაგოგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი