logo_geo
25-29 მაისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე მოემსახურება
- +

24 მაისი. 2020. 15:08

 

 

25-29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

 

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

 

 

 

  1. ცაგერი - 25.05.2020 - რუსთაველის ქ.N 64; გამგეობის შენობის წინ  - 10:00-17:00
  2. ასპინძა - 27.05.2020 - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, „თიბისი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია  - 10:00-17:01
  3. ონი - 27.05.2020 - აღმაშენებლის მოედანი N1; საკრებულოს წინ - 10:00-17:00
  4. ნინოწმინდა - 28.05.2020 - პუშკინის ქუჩა; გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

  - 10:00-17:00

  1. ხულო - 28.05.202 - გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00
  2. შუახევი - 29.05.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

                                                 

                                     

 

big_banner
არქივი