logo_geo
თემურ ჭყონია: შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა
- +

25 მაისი. 2020. 02:39

 

 

უცხოეთში ბიზნესმა შექმნა სახელმწიფოები და ჩვენთან, სახელმწიფო ქმნის ბიზნესს და სახელმწიფო რომ ქმნის, ეს ნიშნავს, რომ მის ქვეშ ვართ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Forbes კვირაში საუბრისას განაცხადა.

 

 

„კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, რომ იყოს ღარიბი.

 

შეუძლია თუ არა საქართველოს იყოს მდიდარი ქვეყანა? მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ შეიძლება იყოს შეძლებული ქვეყანა.

 

 მდიდარი ქვეყნებია ამერიკა, ინგლისი…

 

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ ღარიბები. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

 

 ხანდახან საუბრობენ, რომ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ამიტომ ვართ ღარიბები. კორონავირუსმა რა გვაჩვენა?

 

 ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წიაღისეული სიმდიდრე, გაკოტრდნენ. ნავთობის ფასი დაეცა და ჭკუაზე არ არიან, ოღონდ წაიღე და აქეთ გაძლევენ ფულს შენახვაში.

 

 ვინ არიან ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიოში?

 

ბილ ეითსი, Facebook-ის დამფუძნებელი, Amazon-ის დამფუძნებელი… წარმოიდგინეთ ესენი რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ. აი, ბილ გეითსს, რომ საქართველოში აეწყო ის გენიალური…

 

 ეს 4 ან 3 ადამიანი რომ დაბადებულიყო საქართველოში?! მათ ხომ წიაღისეული სიმდიდრე არ ჰქონიათ? ეს არის წიაღისეული, რომელზეც გარემო არ მოქმედებს.

 

მოთხოვნილება ამაზე სულ არის, ეს არ გვაქვს. ამას უნდა მივაწვეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჭკუა და ცოდნა”, – აცხადებს ჭყონია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი