logo_geo
26 მაისს, 17:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში თინათინ მღვდლიაშვილი საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჩაერთვება
- +

26 მაისი. 2020. 00:05

 

 

 

 

„26 მაისს, 17.00 საათზე, ზუგდიდის მუნი-

ციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის

ცენტრის მიწვევით, მოგევლინებით პირ-

დაპირ ეთერში

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი-ში.

47 წთ. · Zugdidi, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ·

2️6️ მაისს, 1️7️: 0️0️ საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე თქვენს წინაშე წარდგება თინათინ მღვდლიაშვილი.

 

თინათინ მღვდლიაშვილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, ხატთა შემამკობელია.

 

ქალბატონი თინათინის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!"', ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ქართველები შეარიგე, მერაბ!'' და სხვა.

 

პოეტის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე.

 

თინათინის მიერ შემკობილი ხატები დაბრძანებულია საქართველოს უბრწყინვალეს ეკლესია-მონასტრებში.

 

ღმრთის სიტყვის ქადაგებისათვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის, პატრიოტიზმისათვის პოეტი წმინდა ნინოს ჯვრით დააჯილდოვეს. 2014 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია მიენიჭა, 2014 წლის 28 დეკემბერს წმინდა ილია მართლის სახელობის პრემია ,,ივერია'' - მიაკუთვნეს ნომინაციაში ,,პოეზიის დედოფალი". 2015 წლის 7 აპრილს, პოეტის დაბადების დღეს, ,,გალაკტიონის" პრემიით დააჯილდოვეს. 2015 წელს, ვარძიაში, სამცხე-ჯავახეთისადმი მიძღვნილი ლექსებისათვის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით და პრემიით. 2016 წლის 1 მარტს პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა ჯილდო - პოეზიის სიმბოლო, მოოქროვილი ,,ბატის ფრთა".

 

ქალბატონ თინათინს გამოცემული წიგნები:,,და შინდისფერი ვწერე ლექსები", ,,და ვიყო ზეცამდე მართალი", ,,ურჩი მიმინო", ,,მირაჟი უდაბნოში", ,,მწიფე ბროწეულები პოეზიის კოცონთან", ,,წერილები წმინდანთა ცხოვრების შესახებ", ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ, ჭრიჭინები", ,,ეპიტაფიები", ,,პოეზიის კორიდა", ,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი", ,,სამადლობელი", ,,მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი №7'', ,,100 ლექსი", ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!", ,,აპოთეოზი", ,,მომიგონე მე!", ,,ლურჯი იების ვატერლოო", ,,ჯეკო", ,,შენ ხომ არ იცი, იასამანო?". ,,ზვიად გამსახურდია - Cor Cordium", ,,ლექსები - მზეზე დახეთქილი ბროწეულები ".

 

ქალბატონი თინათინი პირდაპირ ეთერში ისაუბრებს 26 მაისთან დაკავშირებულ მოვლენებზე-საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოს ეროვნული გმირების-მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ, აგრეთვე თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებზე, წაიკითხავს საკუთარ ლექსებს.

 

მოუსმინეთ ავტორს ჩვენს გვერდზე, დასვით შეკითხვები, მოგვწერეთ კომენტარები!

 

 

big_banner
არქივი