logo_geo
მიტროპოლიტი თეოდორე: რაც ეკუთვნის ეკლესიას, ის არის საქართველოსი
- +

26 მაისი. 2020. 10:40

 

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.

 

 

მეუფე თეოდორე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს ეკლესიის გულის მოგება უნდა.

 

 

ქორეპისკოპოსის თქმით, ეკლესია მხოლოდ იმ ტყეებს ითხოვს, სადაც მონასტრებია განთავსებული.

 

 

ტყეების ეკლესიაზე გადაცემით კი, მათი მოვლა-პატრონობა, სასულიერო პირების მიერ მოხდება.

 

 

„მე მგონია, მთავრობა ცდილობს დაალაგოს ტყის კანონი. დღემდე რა კანონიც არსებობდა, ის იყო დაულაგებელი.

 

 

იმედი მაქვს, ახალი კანონი ისე იქნება დაწერილი, რომ ტყე მაქსიმალურად იქნას დაცული და შევუნახოთ მომავალ თაობას ჩვენი ეროვნული სიმდიდრე.

 

 

მე 1989 წლიდან ვარ მონასტერში.

 

 

მაშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, ბერები დავდიოდით ტყეში რომ დაგვეცვა. ჩვენ რამდენიმე მონასტერი გვაქვს და ეს ტყეები რომ დაცულია, სწორედ მონასტრების დამსახურებაა.

 

 

დღესაც, ჩვენ მხოლოდ იმ ტყეებს მოვითხოვთ, სადაც მონასტრებია.

 

 

ბერები ახლაც ტყეში ცხოვრობენ და თვითონ არიან მეტყევეები. თუ გადმოგვეცემა ეს ტყეები ყველაზე კარგად იქნება დაცული, ჩვენი ტყე გაყოფილი არ არის.

 

 

რაც ეკუთვნის ეკლესიასა და მონასტერს, ის არის საქართველოსი და ჩვენი სამშობლოსი“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

 

 

big_banner
არქივი