logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: დღეს უჩვეულო 26 მაისია
- +

26 მაისი. 2020. 11:38

 

 

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი ესწრებიან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთელ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

 

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს აღნიშვნაში.

 

 

ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომლშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით.

 

 

ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია.

 

 

დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობის მაგალითი. ეს ყველას გამარჯვებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი