logo_geo
რუსეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა
- +

26 მაისი. 2020. 13:10

 

 

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 915 შემთხვევა დაფიქსირდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 360 ათასს გადასცდა.

 

 

ქვეყანაში ვირუსს სულ 3 807 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი