logo_geo
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაგრატის ტაძრის ეზოში აღნიშნეს
- +

26 მაისი. 2020. 14:30

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში.

 

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა თეატრის ორკესტრმა და კაპელამ საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

 

 

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

 

 

„მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები არ ტარდება, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, სიმბოლურად ბაგრატის ტაძრიდან ასეთი ტიპის ღონისძიებით მიგველოცა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი“, – განაცხადა პირველ არხთან იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი