logo_geo
ნელი დოროყაშვილის ადვოკატებს მეზობლებმა პომიდვრები ესროლეს
- +

26 მაისი. 2020. 22:11

 

 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

 

 

მისი თქმით, შემთხვევა ეზოში მოხდა, როცა ჟურნალისტები მასთან ინტერვიუს წერდნენ.

 

ჩვენ პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისროდნენ ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ”, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

 

big_banner
არქივი