logo_geo
დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება - “ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა”
- +

27 მაისი. 2020. 10:34

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა დეტალურად აღწერა ეპიზოდი, როდესაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ძალადობის ფაქტი მოხდა.

 

 

აბაშიძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისადა ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს.

 

 

ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ბავშვი თავად ჰყვებოდა ძალადობის შესახებ.

 

 

აბაშიძე საქმეში მოსამართლის არაპროფესიონალიზმზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საქმეში სახელმწიფოც აგებს პასუხს, რადგან ბავშვი ვერ დაიცვა.

 

 

„ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნლეობა აქვს არასრულწლოვანის ინტერესებს და მის მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ მძიმეა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ სავარაუდო მოძალადემ არ გამოიჩინა ის ვალდებულება, რაც ევალებოდა,“ - განაცხადა ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი