Bm.ge-ის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 1 ივნისიდან ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მუშაობას განაახლებენ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
აღნიშნულის შესახებ შესაბამის უწყებებს ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ მძღოლები მუშაობის დასაწყებად უკვე ემზადებიან.
როგორც ცნობილია დღეს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადებას გააკეთებს, სადაც სავარაუდოდ, ამ თემასაც შეეხება.
შეგახსენებთ: დღესვე, 12:00 საათზე პრემიერი პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.