logo_geo
მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან
- +

27 მაისი. 2020. 15:12

 

 

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განამრტებით, მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა აიკრძალოს.

 

 

მისი განმარტებით, ახალი დავალებაა, რომ შეიძლება საჭირო გახდეს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაივსოს.

 

 

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს.

 

 

თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

 

big_banner
არქივი