logo_geo
ავტობუსებში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება
- +

27 მაისი. 2020. 17:03

 

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის გენერალური დირექტორის თქმით, ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

 

 

როგორც გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, რომელსაც კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ მონიტორინგს.

 

 

„მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს გაიკეთონ პირბადეები.

 

 

დავაკვირდებით მგზავრთა ნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, მგზავრთა ნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს.

 

 

ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ“, – განაცხადა გიორგი შარკოვამ.

 

 

big_banner
არქივი