logo_geo
ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას: ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ
- +

27 მაისი. 2020. 17:28

 

 

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება.

 

 

„ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, არაფერი დამალული არაა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, რუსეთის ერთ-ერთი თეთრი შური ისაა, რომ ვიდრე ლუგარის ცენტრში ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის შესაძლებლობა იქნებოდა, რუსეთში ხდებოდა გაგზავნა.

 

 

შეგახსენებთ, რომ “ტასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით.

 

 

big_banner
არქივი