logo_geo
გიორგი გახარია: კომუნალური შეღავათები 1,2 მლნ ოჯახს შეეხო
- +

27 მაისი. 2020. 17:52

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას თქმით კომუნალური გადასახადის შეღავათით მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. ამის შესახებ მან პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებული მოხსენების დროს განაცხადა.

 

 

„ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის თაობაზე, ეს კომუნალური ხარჯების დაფარვა შეეხო, როგორც ფაქტი, მომავალში კი არ ვამბობ, უკვე შეეხო მილიონ 200 ათას ოჯახს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

 

 

big_banner
არქივი