logo_geo
გიორგი გახარია: რელიგია არის ბეწვის ხიდი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ, ყველა მოქალაქემ გაიარა
- +

27 მაისი. 2020. 18:54

 

 

 

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის კონფლიქტი გაჩენილიყო.

 

 

„თქვენ (ოპოზიცია) იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, რომ შევანჯღრევთ ახლა და როგორმე იქნებ კონფლიქტი გაჩნდეს. ცდილობდით ამას. ყოველშემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერმა აღდგომის დროს ეკლესიის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„რეალურად რა მოხდა, მოქალაქემ დაიჯერა, ხელისუფლებას ენდო და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკევულ წესებს დავიცავ, ეს წესები იყო 2 მეტრი. ამ ყველაფერში მთავარია ორი რამ – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, მოუწოდებდა, რომ ეს გავაკეთოთ, ოღონდ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები 2 მეტრიანი დისტანციით ლოცულობენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

big_banner
არქივი