logo_geo
კალიების შემოსევის შედეგად ინდოეთში ნათესები 50 ათასი ჰექტარზე განადგურდა
- +

28 მაისი. 2020. 10:14

 

 

კალიების შემოსევის გამო ინდოეთში ნათესები 50 ათას ჰექტარ ფართობზე განადგურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, კალიების შემოსევა ინდოეთში საკვების წარმოების კლებას და ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ქვეყანას ეფექტურად გაუმკლავდეს პანდემიას. რაჯასტანის და მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი მწერისგან შემდგარი 8 გუნდი მოქმედებს, თითოეული დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის სიდიდის. სიტუაციას ართულებს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

 

 

უდაბნოს კალია დიდი ზომის მწერია, მისი სიგრძე 6-8 სმ-ს აღწევს და დღეში დაახლოებით საკუთარი წონის ტოლ საკვებს საჭიროებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ქვეყნის ტერიტორიაზე კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი