logo_geo
რა წესების დაცვით უნდა იმუშაონ ობიექტებმა ორშაბათიდან
- +

28 მაისი. 2020. 11:11

 

 

რა წესების დაცვით უნდა იმუშაონ ობიექტებმა ორშაბათიდან. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა.

 

 

„როგორც იცით, ორშაბათიდან დაანონსებულია რომ ეტაპობრივად გაიხსნება სავაჭრო მოლები, გარკვეულწილად ბაზრობები, ასევე სხვადასხვა ობიექტები, რომელთა მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენ დარგთან ერთად დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ამ რეკომენდაციებზე, მათთან შეჯერებულია ის რეკომენდაციები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდება.

 

 

რაც შეეხება წესებს, მოლებისთვის განსაზღვრულია ერთიანი შესვლის და გამოსვლის სივრცის მოწყობა, ასევე, მომხმარებელთა ტემპერატურული კონტროლი განხორციელდება ვიდეოსკრინინგის მეშვეობით. სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება ორ საათიანი ინტერვალებით. მოთხოვნადი იქნება დეზობარიერები და ხელის სადენზიფექციო საშუალებები, ასევე, ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულო იქნება ნიღბის გამოყენება. იგივე მოთხოვნებია საზოგადოებრივი კვების ობიექტებშიც. ასევე, ვმუშაობთ ტურისტული მიმართულებით. ეს არის სასტუმროები, გიდები, ტუროპერატორები. მიმდინარეობს გარკვეული დეტალების დაზუსტდება და ეს რეკომენდაციები დღეს გვიან გამოქვეყნდება.

 

 

გარკვეული შეზღუდვები შემოდის შვედური მაგიდის მიმართულებით, სავალდებულოა აქაც 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავების მიმართულებითაა განსაზღვრული ვალდებულებები. დამუშავება უნდა მოხდეს ლიფტის ღილაკების, განსაზღვრული იქნება ჭურჭლის რეცხვის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები. აკრძალული იქნება ყველა სახის მენიუს შეთავაზება გარდა ერთჯერადი მენიუსა და ასევე ვმუშაობთ ელექტრონული სახით როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ეს და ა.შ.

 

 

თითო მაგიდასთან განთავსებული იქნება არაუმეტეს 6 ადამიანისა, შესაბამისი დისტანციის დაცვის შესაძლებლობით კვადრატულობაზე, მიმდინარეობს დაზუსტებები დარგის სპეციალისტებთან და ბიზნესის აქტიური ჩართულობით. ასევე, ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტო და დღეს გვექნება შეჯერებული პოზიციები“, - განაცხადა ფერაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი