logo_geo
მეუფე დანიელი: საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებსაც არ ყოფნის
- +

28 მაისი. 2020. 16:39

 

 

 

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს,” - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

 

 

„რაც შეეხეება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს. ეს არ ეხება იმას, რომ ქონება ეკლესიას სჭირდება, რომ სასულიერო პირები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. სირცხვილია ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ან თავად საუბრობს ან ისეთ ადამიანებს ასაუბრებს, ვინც ერს არცხვენს. ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, ცხადია, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს. სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო. ახლა არ არის ამის საშუალება და არც ვითხოვთ, მაგრამ არ სრულდება არსებულზე საუბარი. დამიჯერეთ, ეს თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწაბლებლებსაც არ ყოფნის“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

 

big_banner
არქივი