logo_geo
ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს
- +

28 მაისი. 2020. 18:20

 

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

 

ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

 

 

ექსპერტების ნაწილი მომხდარს რეგიონში ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი