logo_geo
იაპონია ტურისტებისთვის ვაუჩერების დარიგებას აპირებს
- +

28 მაისი. 2020. 18:37

 

იაპონიის მთავრობა აპირებს ტურისტებს სპეციალური ვაუჩერი დაურიგოს, რომელიც დღეში 185 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

                                                

 

ამრიგად, ხელისუფლებას სურს ტურისტულ სექტორს დაეხმაროს, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დღიური ხარჯების თითქმის ნახევრის დაფარვაში დაეხმარება. ვაუჩერების გამოყენება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

 

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, მგზავრობის ღირებულება ტურისტებმა თავად უნდა გადაიხადონ. ამ პროგრამაზე მთავრობა 12,5 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი