“ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.