logo_geo
ამირან გამყრელიძე: ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში რჩება
- +

29 მაისი. 2020. 02:23

 

 

ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ჩვენ კარანტინიდან დაახლოებით, 120-ზე ოდნავ მეტი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ამით პრევენცია გავაკეთეთ იმის, რომ კარანტინიდან ინფექცია არ გავიდა ფართოდ საზოგადოებაში. ამანაც ხელი შეუწყო ინფიცირებულების დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში, ამიტომ ჯერჯერობით ასე იქნება, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი