logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: ზღვაში ბანაობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

29 მაისი. 2020. 10:08

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზღვაზე დასვენება რისკის შემცველი არ არის, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები.

 

 

მისივე თქმით, სანაპიროზე არსებული ე.წ. შეზლონგები ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა გაიწმინდოს.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, ყველას ბედნიერ დასვენებას ვუსურვებთ და კარგ ამინდებს აჭარაში. ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის მომცველი არ არის. ოღონდ არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დისტანცირება.

 

 

დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო ვიყოთ ადამიანებთან. მით უმეტეს თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და მათი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცით. სანაპიროზე შეზლონგებიც დისტანციით უნდა განლაგდეს.

 

 

ასევე უნდა დასუფთავდეს და გაიწმინდოს ყოველი მოხმარების შემდეგ. ზღვაში ბანაობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 

 

თვითონ ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია კორონავირუსით,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი