logo_geo
პრემიერ-მინისტრის ბაქტერიოლოგი ცოლი და მედიკოსი და – გაიცანით გიორგი გახარიას ოჯახის ყველა წევრი
- +

29 მაისი. 2020. 13:04

 

 

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება და აქტუალურობას არ კარგავს. საქართველოს მთავრობის ქარიზმატული ლიდერის პირად ცხოვრებაზე კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

 

 

პანდემიის კრიზისისას არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ როგორ მოახერხა პრემიერ-მინისტრმა ინფექციონისტების რეკომენდაციების ზუსტად გაგება და კრიზისის ასე მართვა. ამ თემაზე გახარიას ინფორმირებულობა კი,  მისი ოჯახის ორ მედიკოს წევრს „დაბრალდა“.

 

 

გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდან. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” კოორდინატორია. ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას.

 

 

დედა მზია ლეჟავა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

 

პრემიერ-მინისტრის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

 

 

სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრემიერ გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით. მისი მეორე ნახევარი ექიმი მარიკა ფანცულაიაა.

 

 

37 წლის მარიკა ფანცულაია “ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.

 

 

 

 

ქვეყნის პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

 

 

ანა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.

 

 

“გახარიას შვილი ანნა ჩემი მოსწავლეა, რომ მეუბნებოდნენ ვერ ვხვდებოდი და აჰა გავიგე” – დაწერა კაჭკაჭიშვილმა ორი წლის წინ სოციალურ ქსელში, როცა ამჟამინდელი პრემიერი შს მინისტრის პოსტს იკავებდა და ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაციის გამო, პროტესტის მიზნით ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებთან საუბარი ბოდიშით დაიწყო.

 

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას ოჯახის კიდევ ერთ წევრს, ეს მისი და თამუნა გახარიაა. პრემიერ-მინისტრის დაც ექიმია და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს.

 

 

წლების წინ, პრემიერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი დის ქმარი ანდრეი ტოლსტოი გარდაიცვალა. თამუნა გახარია ვაჟს ზრდის.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი