logo_geo
ფოთში ზღვის სანაპირო დაასუფთავეს
- +

29 მაისი. 2020. 17:41

 

 

ფოთში, სანაპირო ზოლის 500 მეტრიანი მონაკვეთი დაასუფთავეს. ასევე გაითიბა მიმდებარე ტერიტორიაც.

 

 

მალთაყვის სანაპიროზე მდებარე ბულვარაში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

 

 

„ფოთი ტურისტების მისაღებად ემზადება. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმის სფეროში შეზღუდვები მოიხსნება და ახალი რეგულაციებით ტურისტების მიღება დაიწყება. სამზადისია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტშიც. ბულვარის მოწესრიგების მიზნით იგეგმება სხვა ღონისძიების გატარებაც. მალთაყვის სანაპირო ზოლისა და ბულვარის დასუფთავების ღონისძიებაში ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, სააღმზრდელო გაერთიანებისა და სოციალური აიპების თანამშრომლებიც ჩაერთნენ“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

big_banner
არქივი