logo_geo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ვაგონოთახები განთავსდა და სატვირთოების მძღოლებს ტესტირება უტარდებათ
- +

29 მაისი. 2020. 18:23

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყელიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და ჩაუტარდეს ტესტი.

 

 

„ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში.შემდეგ ყველა უნდა გაიტესტოს. დღეიდან ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები, სადაც საბაჟოს ეპიდემიოლოგები გადავამზადეთ ნაცხის აღების მეთოდოლოგიაში და ტარდება სწრაფი ტესტები. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ საპატრულო პოლიცია აცილებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 1500-მდე მძღოლია თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

 

 

big_banner
არქივი