logo_geo
ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვეს
- +

31 მაისი. 2020. 19:38

 

 

“ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ინფორმაციით, შესული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

 

 

„მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ“ - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი