logo_geo
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
- +

2 ივნისი. 2020. 17:24

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” დოროყაშვილის ერთ-ერთმა ახლობელმა უთხრა.

 

 

ნეკა დოროყაშვილის ახლობლის თქმით, ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება.

 

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “პრაიმტაიმი” დოროყაშვილის ადვოკატთან ანა აბაშიძესთან და ახლო მეგობართან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა აბაშიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, უარს ამბობს ნეკა დოროყაშვილიც.

 

 

ხოლო მისმა უახლოესმა მეგობარმა განაცხადა, რომ ნეკა სკანდალის შემდეგ არც უნახავს და არ აპირებს დოროყაშვილი-ბასილაშვილის სკანდალში რაიმე ფორმით ჩაერიოს.

 

 

ყოფილ ქმართან მომხდარი სკანდალის შემდეგ, ნეკა დოროყაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, ის ვერ დაესწრო პრესკონფერენციას, რომელიც საკუთარ ადვოკატებთან ერთად უნდა გაემართა.

 

 

ამის მიზეზად კი სოციალურ ქსელში, მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა დაასახელა.

 

 

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამართალდამცავებმა ერთი კვირის წინ, ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება ძალადობა.

 

 

სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და იძალადა თუ არა მან, ყოფილ ცოლზე ამას უკვე სასამართლო დაადგენს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი