logo_geo
ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება
- +

2 ივნისი. 2020. 19:01

 

 

 

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში მდებარე სახლში, რომელშიც ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

სახლის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ტენდერში 12 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი ავსტრიული არქიტექტურული ბიურო Marte.Marte გამოცხადდა. რეკონსტრუქცია 2022 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, პროექტის ღირებულება 5 მილიონი ევროა.

 

 

ჰიტლერის მშობლიური სახლის ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში წყდებოდა. მანამდე ავსტრიის ხელისუფლებას შენობის დემონტაჟი სურდა, რათა ის ნეონაცისტებისთვის საკულტო ადგილი არ გამხდარიყო.

 

 

2017 წელს სახელმწიფომ სახლი მის იმჟამინდელ მფლობელს, ჰერლინდა პომერს ჩამოართვა. პომერმა სახლის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღო, თუმცა მოგვიანებით ავსტრიის ფინანსურმა პროკურატურამ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. 2019 წლის აგვისტოში სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპენსაციის თანხა 810 ათას ევრომდე შემცირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი