logo_geo
ზურაბ გურიელიძე: არანაირი მისტიური მოვლენები არ ხდება, ყვავები თავის ნაშიერებს იცავენ
- +

3 ივნისი. 2020. 11:40

 

 

“ყვავების თავდასხმისა და აგრესიის მიზეზი ბუდიდან ჩამოვარდნილი ბახალაა. მშობლიური წყვილი ასე მათ გამვლელებისგან იცავს, - ამის შესახებ Imedinews თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, ყვავების მოქალაქეებზე თავდასხმა ყოველ წელს ამ დროს ხდება, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ და ბუდიდან ვარდებიან. მათ დასაცავად კი მშობლიური წყვილი გამვლელებს თავს ესხმის.

 

 

„მსგავსი შემთხვევა მეც მქონდა. რუსთაველის გამზირზე ბახალა იყო ჩამოვარდნილი და დაგვირეკეს. მივედით და ძირს ჩამოვარდნილი ბახალა ვიპოვეთ. სწორედ ამ დროს თავს ყვავები დამესხნენ და მცემეს. ასეთ დროს მოქალაქეებს ვურჩევ, თავდასხმის დროს სახე დაიფარონ და მსგავს ადგილების სიახლოვეს გავლას მოერიდონ. უნდა იცოდნენ, რომ სადღაც მახლობლად ბახალაა ჩამოვარდნილი და ყვავები მას ასე იცავენ. ყვავი ძალიან სოციალური ფრინველია და თავის ნაშიერს ძალიან გაშმაგებით იცავს. არანაირი მისტიური მოვლენები არ ხდება. ყვავები თავის ნაშიერებს იცავენ“, - განაცხადა გურიელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ჩამოვარდნილი ბახალა ბუდეში ვეღარ ბრუნდება და ხშირად კატების მსხვერპლია.

 

 

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ყვავები გამვლელებს თავს ესხმოდნენ.

 

 

big_banner
არქივი