logo_geo
მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერია
- +

3 ივნისი. 2020. 12:36

 

 

ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ ბოლომდე თავისუფალია ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნაწილაკებისგან, - წერს CNN-ი.

 

 

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი სამხრეთის ოკეანის თავზეა. ესაა წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს.

 

 

მსოფლიოს მოსახლეობის 90% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. გარდაცვლილთა 50%-ზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები არიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი