logo_geo
15 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების თაობაზე გაფრთხილებას ხსნის
- +

3 ივნისი. 2020. 15:22

 

 

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გაფრთხილებას 15 ივნისიდან მოხსნის. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

 

 

„დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, 15 ივნისიდან გავაუქმოთ გაფრთხილება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების თაობაზე. აღნიშნულ გაფრთხილებას კონკრეტული ქვეყნების შესახებ გაფრთხილებით ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ჰაიკო მაასმა ასევე განმარტა, რომ ესპანეთისა და ნორვეგიის საზღვრები ტურისტებისთვის ჩაკეტილი რჩება, ხოლო ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გამგზავრებისგან თავის შეკავების გაფრთხილება კვლავ ძალაშია.

                                                                                                       

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო, გერმანიის მთავრობამ 17 მარტს მოქალაქეები გააფრთხილა, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი