logo_geo
ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
- +

3 ივნისი. 2020. 18:11

 

 

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

 

 

დაზიანებული კორპუსი სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ასევე ავტომობილი დააზიანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი